ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 108-ს მიაღწია
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საათების მიხედვით იცვლება. 31 მარტს დილის 10 საათისთვის საქართველოში 108-ე შემთხვევა დადასტურდა.

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 20 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4995 მოქალაქე იმყოფება. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278-ია მოთავსებული.

დღეს დილიდან საქართველოში საკარანტინო რეჟიმო მოქმედებს. დილის 8 საათიდან საქართველოს 7 ქალაქში საგუშაგოები მოეწყო. ხოლო 21 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

იხ. ამავე თემაზე:

გორში საკარანტინო პუნქტები გაიხსნა

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები