ახალი ამბები
,,ვისაც გჭირდებათ, წაიღეთ" - წარწერა ტყვიავის სასურსათო მაღაზიასთან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარე მაღაზიის მეპატრონე ორი დღეა სხვადასხვა სახის პროდუქტებს უფასოდ არიგებს.

ნოდარ გიგუაშვილის თქმით, ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ქვეყანაში უამრავი ინფორმაცია, შეჭირვებული ხალხის მდგომარეობის შესახებ, გაჩნდა:

,,მოვიძიე ჩვენს სოფელში, ვის შეიძლებოდა დავხმარებოდი. გუშინ დაახლოებით 10 ოჯახთან ვიყავი უკვე. რაც შემეძლება, მხარში დავუდგები ჩემ ხალხს" - გვითხრა მაღაზიის მეპატრონემ.

ნოდარ გიგუაშვილს პურის საცხობიც აქვს. დღეს მოქალაქეებს საცხობიდან პურის წაღებაც შეუძლიათ უფასოდ.

დღეს დილიდან საქართველოში საკარანტინო რეჟიმო მოქმედებს. დილის 8 საათიდან საქართველოს 7 ქალაქში საგუშაგოები მოეწყო. ხოლო 21 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

31 მარტს 13:00 საათისთვის საქართველოში კორონავირუსის დაინფიცირების 110-ე შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 21 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4995 მოქალაქე იმყოფება. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278-ია მოთავსებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები