ახალი ამბები
გალინა ქელეხსაევამ შავშვების დევნილთა დასახლებაში მოსახლეობას პირბადეები საჩუქრად დაურიგა
შავშვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა პედაგოგმა გალინა ქელეხსაევამ, დასახლებაში არსებულ სამკერვალოში პირბადეები შეკერა და დევნილ მოსახლეობას საჩუქრად დაურიგა.

ქელეხსაევას თქმით, პირბადეების დამზადება ასოციაცია ,, თანხმობის" და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოხდა.

,,ქვეყანაში არსებული პანდემიის და პირბადეების დეფიციტის გამო, გადავწყვიტეთ, შავშვების დევნილთა დასახლებაში არსებულ სამკერვალო სალონში მრავალჯერადად გამოსაყენებელი პირბადეები შეგვეკერა და მოსახლეობისთვის საჩუქრად დაგვერიგებინა. დიდი მადლობა ასოციაცია ,,თანხმობა"-ს, რომ ზრუნავს შვშვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე,“-აღნიშნა გალინა ქელეხსაევამ.

გალინა ქელეხსაევა დაიბადა ჯავაში. 2008 წლის ომამდე ცხოვრობდა სოფელ ქემერტში. ამჟამად ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის შავშვების დევნილთა დასახლებაში

იხ. ამავე თემაზე: ქალთა სამშვიდობო ორგანიზაცია ქართველებსა და ოსებს შორის გაუცხოების წინააღმდე

Print

სტატიის გამოყენების პირობები