ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 115-ს მიაღწია
ბოლო 24 საათის პერიოდში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა. 1 აპრილის დილის 10 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა  115-ს მიაღწია.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოკვლევა 19 ადამიანს ჩაუტარდა

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 პირი. კარანტინის რეჟიმში ცხოვრება უწევთ 5106 ადამიანს, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 294 ადამიანი.შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა 31 მარტის, დილის 8: 00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. დაწესდა კომენდანტის საათი, საღამოს 21:00 დან დილის 6:00-მდე იკრძალება ქუჩაში ადამიანების გადაადგილება.

მსოფლიოს, უახლესი მონაცემებით, პანდემიის 859,800 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან დაიღუპა 42,340 და გამოჯანმრთელდა 178,335 ადამიანი.

გასული ოცდაოთხი საათის განმავლობაში,სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 912 იტალიაში 837 და ესპანეთიში 748 დაფიქსირდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები