ახალი ამბები
სახელმწიფო 3 თვით კომუნალურ გადასახადებს სრულად დააფინანსებს
იმ ოჯახებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ თვის განმავლობაში, სახელმწიფო 3 თვით სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. 

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტრო ენერგიას და ასევე 200 მეტრკუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი და მაისი – სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს. რა თქმა უნდა, აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე წყლის გადასახადიც” – განმარტა გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოიყო. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი - კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.




Print

სტატიის გამოყენების პირობები