ახალი ამბები
,,ცხინვალი შეთავაზებებს არ იზიარებს" - ქეთევან ციხელაშვილი
,,ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკამოდ დესტრუქციულია. შეთავაზებებს არ იზიარებს." - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მისი განმარტებით, ერთადერთი ორგანიზაცია წითელი ჯვარია, რომლის მეშვეობით, ცდილობენ სრული იზოლაციის პირობებში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

,,ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებდ ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიათო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია და ამაზე ვმუშაობთ კიდევ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს“ - აცხადებს ციხელაშვილი.

მინისტრი ყურადღებას აფხაზეთში არსებულ ვითარებაზეც ამახვილებს:

,,ზოგადად, ორივე ტერიტორიაზე ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. წინა დღეების განმავლობაში ასობით ადამიანის შემოდინება ხდებოდა რუსეთის ფედერაციიდან. რადგან ერთმა ქალმა მოგვმართა და მას დაუდგინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთია, რომელსაც კორონავირუსი აქვს." - აღნიშნავს მინისტრი.

როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან გადმოყვანილი ერთი პაციენტი ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობს.

,,მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და არის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. ასევე ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს გუშინ და მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ისინი ამ ეტაპზე არიან სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. იმ ქალბატონთან, რომელსაც დაუდგინდა COVID-19, კონტაქტში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე 7 პირი გადმოყვანილია და კონტროლირებად ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაში არიან. ვფიქრობთ, რომ ამ ქალის მოგზაურობის ისტორიასა და მის კონტაქტებთან დაკავშირებით მეტწილად მიღებილია ზომები." - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები