ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულია -117, ხოლო გამოჯანმრთელებული - 23
1 აპრილის საღამოს 19 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოჯანმრთელებულია 23 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში კი - 5783 ადამიანი რჩება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური განყოფილების დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა დღეს დილიდან საღამომდე 2-ით გაიზარდა. ამათგან ერთი მათგანი სომხეთიდან არის ჩამოსული, მეორე კი 10 წლის ბავშვია. ბავშვი ბათუმიდან გადაყავთ.

"მშობელს არ უფიქსირდება ამ ეტაპზე კორონავირუსი. დაინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით, უცნობია" - განაცხადა ეზუგბაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები