ახალი ამბები
გორში საკომენდანტო საათის პერიოდში დაფიქსირდა დარღვევები
,,იყო სხვდასხვა ტიპის დარღვევები, ასევე, საკომენდანტო საათის პერიოდში გადაადგილების. ყველა ფაქტზე იყო რეაგირება" - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გასული 24 საათის განმავლობაში საკარანტინო პუნქტების მუშაობა შეაჯამა და ადგილობრივ ჟურნალისტებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული სიტუაცია გააცნო:

,,გუშინდელმა დღემაც და ღამემაც მშვიდობიან ჩაიარა. შემოწმდა ათასობით ადამიანი. იყო ცხელების შემთხვევები, რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია. არის შემთხვევები მთავრობის გამკაცრებული წესების დარღვევის, მოხდა დაჯარიმება ასეთი ადამიანის. ეს ის შემთხვევაა, სადაც არ არსებობს გამონაკლისი." - განმარტა რეგიონის საკოორდინაციო შტაბის ხელმღვანელმა.

რაც შეეხება გორის სამედიცინო პუნქტებს, გორის საკარანტინო სივრცეში მისი განცხადებით კორონავირუსით დაინფიცირებული 17 ადამიანი იმყოფება. ეს ციფრი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს" - დასძინა გუბერნატორმა. 

2 აპრილის დილის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, კარანტინის რეჟიმში კი - 5550 ადამიანი რჩება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281

ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცრებულთა რაოდენობა 15-ით გაიზარდა, ( იყო 115) ხოლო გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი (იყო 24).

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა 31 მარტის, დილის 8: 00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა. დაწესდა კომენდანტის საათი, საღამოს 21:00 დან დილის 6:00-მდე იკრძალება ქუჩაში ადამიანების გადაადგილება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები