საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა									
			
				
			
			
			
								საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები
188-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2.
შესაბამისი ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
გუშინ საღამოს შემდეგ, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 14-ით
გაიზარდა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.
			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები