ახალი ამბები
ხაშურში მდინარე შოლა ადიდდა და ძაღლთა თავშესაფარი დატბორა
ხაშურში ნარჩენების გამო მდინარე შოლა ნაპირზე გადავიდა და ძაღლთა თავშესაფარი დატბორა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მკვიდრი სოსო ლომიძე ავრცელებს. 

მისი თქმით, სიტუაცია ამჟამად მოგვარებულია, რადგან ტექნიკით წყლის კალაპოტი ნარჩენებსგან გაწმინდეს. 



მდინარე შოლა ხაშურის მუნიციპალიტეტს პრობლემებს თითქმის ყოველწლიურად უქმნის. მაგალითად, 2014 წელს მოვარდნილმა წყალმა სოფელ ქვიშხეთში საცხოვრებელი სახლები დატბორა.

წყალმოვარდნა განმეორდა 2017-2018 წლებშიც. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის ზაფხულში იმ ადგილზე, სადაც წყალი დახურულ სივრცეებში გადის, ბეტონის კონსტრუქციები გააკეთა.








ადგილობრივების ცნობით, ნალექიან ამინდებში წყალს ბევრი ნარჩენი მოაქვს და სხვადასხვა ადგილებზე საცობებს ქმნის. 

რაც შეეხება ძაღლთა თავშესაფარს, როგორც ფოტოებიდან ჩანს, ის მდინარის პირზეა გაკეთებული და აიპ ,,ხაშურსერვისს" ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები