საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 195-ს მიაღწია									
			
				
			
			
			
								ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7
ადამიანს დაუდგინდა. ჯამში, დადასტურებულმა შემთხვევამ 195-ს
მიაღწია. 
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა
ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ახალი 7 შემთხვევიდან ერთი პაციენტი
ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 
მისი დაავადების წარმომაველობა მოგზაურობას უკავშირდება.
7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე
გამოჯანმრთელდა.კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 38			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები