ახალი ამბები
პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

,,ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება." - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები