ახალი ამბები
საქართველოში COVID-19-ით მესამე პაციენტი გარდაიცვალა - გამოჯანმრთელებულია 46
დღეს საქართველოში კორონავირუსით 86-წლის ქალი გარდაიცვალა. ეს უკვე მესამე პაციენტია, რომლიც ახალ ინფექციას საქართველოში ემსხვერპლა. 195 დაინფიცირებულს შორის, გამოჯანმრთელებულია 46 პაციენტი.

გარდაცვალების პირველი ფაქტი საქართველოში 4 აპრილს დადგინდა, მეორე პაციენტი კი 5 აპრილს გარდაიცვალა.

"ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც ორ კვირაზე მეტს ხანს მკურნალობდა ჩვენთან. მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება. მძიმე პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო, მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ იყო ჯანმრთელი ქსოვილი დარჩენილი. ჰქონდა მძიმე სეფსისი და სხვა მძიმე გართულებები. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, ვფიქრობ უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია გააკეთოს", — განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

7 აპრილის მონაცემებით (19 სთ) საქართველოში კორონავირუსით 195 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან 3 გარდაიცვალა. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 46;

კარანტინის რეჟიმში - 4708; ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პაციენტი იმყოფება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები