ახალი ამბები
შვედეთიდან ორი ახალგაზრდა საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს - დედის მიმართვა
თამარ თედლიაშვილი, რომელიც გორში ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველია, შვედეთიდან შვილების დასაბრუნებლად, დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა.

მისი ორი შვილი იმ ქალაქში იმყოფება, სადაც კორონავირუსი საკმაოდ გავრცელებულია. მართალია,  სამშობლოში მათი დაბრუნების გზები მოიძებნა, თუმცა ერევნის რეისით.

თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ორი ბილეთის ყიდვა, ასევე, ყიდვის საშუალება არც ოჯახს აქვს. ამის გამო, შვედეთში დარჩენილი ორი ახალგაზრდის დედა საზოგადოებას თანადგომას სთხოვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები