ახალი ამბები
მესამე ეტაპის საკვები გორის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის
დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვების დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო.

პაკეტის შემადგენლობაში შედის:

2 კგ კართოფილი
2 კგ ვაშლი
1 კგ შაქარი
1 კგ მჭადის ფქვილი
1 შეკვრა მაკარონი
1 შეკვრა პეჩენია
10 ცალი კვერცხი.

2020 წლის 2 მარტიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საბავშო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწვეტილებით, აღსაზრდელთა ოჯახები არამალფუჭებად პროდუქტს სახლში იღებენ.

" ვცდილობთ როგორც შეგვიძლია ისე მოვამარაგოთ ბავშვები. ეს უკვე პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპია. ანალოგიურად ათი დღის წინაც გავეცით ბავშვების კუთვნილი საკვები. ძირითადად, არამალფუჭებადი პროდუქტია. სააგენტოში 6000-მდე აღსაზრდელია" - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა

პირველ ეტაპზე საკვები 19 მარტს დარიგდა და გადასცეს მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე აღსაზრდელებს, ხოლო მეორე და მესამე ეტაპზე, საკვები პროდუქტი მიიღო სააგენტოს ყველა აღსაზრდელმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შუადღეს ცნობილი გახდა, რომ გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი.

სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ის 208 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 48 პაციენტი. არ შეცვლილა გარდაცვალების მაჩვენებელი, ამ დროისთვის საქართველოში covid-19-19-ით 3 პაციენტია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში რჩება 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375 პირია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები