ახალი ამბები
საქართველოში COVID 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა
8 აპრილის მონაცემებით (23:00) საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებლთა რიცხვმა 211-ს მიაღწია. დილით კი იყო 208.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე ცენტრის ცნობით, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 50 მოქალაქე. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს 3 შემთხვევა იმერეთსა და ქვემო სვანეთში გამოვლინდა.

მათ შორისაა ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე. კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია.

"მამაკაცი ლენტეხის ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. მას საეჭვო სიმპტომები ჰქონდა. ჩაუტარდა ანალიზები და დღეს საღამოს მოვიდა დადებითი პასუხი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მსუბუქი ფორმა აღენიშნება. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. საკმაოდ ბევრია კონტაქტები, 50-ზე მეტი ამ ეტაპზე. პაციენტი ქუთაისის ან თბილისის კლინიკაში გადაიყვანენ. ცნობილია დაინფიცირების წყაროც, მამაკაცს მისი დისგან გადაედო, რომელიც თავის მხრივ, ქმრისგან დაინფიცირდა. ქმარი რომელიღაც ბანკში მუშაობს (სავარაუდოდ ეროვნული ბანკის ამბავია). ასევე "ცხელების ცენტრშია" გადაყვანილი დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები, მათ შორის დედა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. აღნიშნული შემთხვევის გამო ვფიქრობთ ლენტეხში გავამკაცრებთ ზომებს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ",- განუცხადა ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა პირველ არხს.

ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს და დაინფიცირების წყაროს იკვლევენ. ლაბორატორიაში 45 ანალიზი შემოწმდა და სამია დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4559 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 353 პირია
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები