ახალი ამბები
გორში კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 მოქალაქე დააჯარიმეს
გორში კომენდანტის საათის დარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გორი-ბერბუკის მონაკვეთზე განთავსებულ პოსტზე გამართულ ბრიფინგის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დამრღვევ მოქალაქეების მიმართ, პოლიციამ შესაბამისი ზომები გაატარა.

რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ რეგიონში სიტუცია სტაბილურია.

კერძოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით, შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ ნიმუშებიდან ვირუსი კვლავ არც ერთ მათგანზე დადასტურდა.

9 აპრილს დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 214-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 პაციენტი. გარდაცვლილი - 3.

კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 პირი.

"გუშინ დილის მონაცემებით ჩვენ გვყავდა 208 პაციენტი. დღეს დაგვემატა 6 პაციენტი და არის 214 დადასტურებული შემთხვევა. ამ 6 შემთხვევიდან სამი არის ქუთაისში გადაყვანილი და სამი თბილისში. არცერთი არ არის შიდა გავრცელება, როგორც ჩემთვის ცნობილია ყველა შემოტანილი შემთხვევაა. წყარო არის ცნობილი, ეს ნიშნავს, რომ არ არის მეორეული, მესამეული ან მეოთხეული გადაცემა," - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 33 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმე პნევმონია 7 პაციენტს აღენიშნება.

"მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან ორი არის უფრო მძიმე, რომლებთანაც დაწყებული მკურნალობის მიუხედავად დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები