ახალი ამბები
გორში ე.წ. ჭალაში FIFA-ს სტანდარტის ორი სტადიონი აშენდება - მერია
გორის მერიაში, ორი სტადიონის მშენებლობის პროექტის შედგენაზე მუშაობენ, რომელიც ჭალის დასახლებაში უნდა განხორციელდეს. თითოეულ სტადიონს 4-იარუსიანი გადახურული ტრიბუნა ექნება.

ტრიბუნები 200-დან 400 კაცამდე იქნება გათვლილი. სტადიონებთან განთავსდება განათების 6 დგარი, 16 LED სანათით, თითო მინდორი არანაკლებ 400 ლუქსით აღიჭურვება.

ჯამში ეს პროექტი 3,7 მლნ ლარი ეღირება. მაკეტის შესადგენად კი, საპროექტო ორგანიზაცია 129 000 ლარს აითვისებს.

პროექტის მიხედვით, სტადიონს პარალელურად, სავარჯიშო დანიშნულება ექნება, რადგან ორ სტადიონს შორის, განთავსებული იქნება საცხოვრებელი კორპუსი.

საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული იქნება სამზარეულო-სასადილო ოთახი. სასადილოში განთავსდება 10 მაგიდა გათვლილი 60 კაცზე; ასევე, საკონფერენციო დარბაზი; შეხვედრის ოთახი. ტექნიკური ოთახები და დაცვის ოთახი.

მეორე და მესამე სართული - თითო სართულზე 8 ოთახი სამი საწოლით; ასევე, დამატებითი კორპუსი - 2 გასახდელით.

გამოყენებულია თემატური ფოტო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები