საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა 									
			
				
			
			
			
								საქარლოთველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 4-ით
გაიზარდა და 218-ს მიაღწია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა
ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან
შიდა გავრცელების შემთხვევა არც ერთი არ არის, ცნობილია ყველა
მათგანის ინფიცირების წყარო.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნეული ინფორმაციის თანამად, 9 აპრილის 19:30
საათის მონაცემებით გმაოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 50-ა, ვირუსის
შედეგად კი 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 4722 ადამიანი საკარანტინო
რეჟიმშია, 408 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეს რჩება.			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები