საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა
საქარლოთველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 4-ით გაიზარდა და 218-ს მიაღწია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან შიდა გავრცელების შემთხვევა არც ერთი არ არის, ცნობილია ყველა მათგანის ინფიცირების წყარო.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნეული ინფორმაციის თანამად, 9 აპრილის 19:30 საათის მონაცემებით გმაოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 50-ა, ვირუსის შედეგად კი 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 4722 ადამიანი საკარანტინო რეჟიმშია, 408 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეს რჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები