ახალი ამბები
9 აპრილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გორელი მოსწავლეებისგან
ფოტოებზე: 1.რუსკა ბუზიაშვილი; 2.მარი მაჩაბელი; 3.ნინი გაგიშვილი; 4.გიორგი სიდამონიძე; 5.მარიამ მაისურაძე; 6.მარიამ ნაოჭაშვილი; 7.ნინი კვინიკაძე; 8.ანა ოდიაშვილი; 9.გიორგი ცერაძე; 10.ნათია სიდამონიძე; 11.მარიზა ქარუმიძე; 12.ქეთი ტერმაკოზაშვილი.

ს ბავშვები არიან გორელი ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებზე, დადიან არაფორმალურ შეხვედრებზე და სწავლობენ არაფორმალურ განათლებას.

რაკი ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული, Qartli.ge-ს სტაჟიორმა ჟურნალისტმა, გიორგი ცერაძემ გადაწყვიტა, თანატოლებთან ერთად, ამ ფორმით გამოეხატა მადლიერება 9 აპრილს დაღუპული ქართველებისთვის. იგი დაუკავშირდა 11 ახალგაზრდას და გადაიღეს ფოტოები. გამოიყენეს კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის უკვდავი სიმღერიდან ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ერთი სტროფი:

,,ყველა სიყვარულში გიტყდებით,
გლოცავთ და მიშრება ყელი
ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები,
ვაჩუქოთ ერთმანეთს ცრემლი".

,,საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რომ ბრძოლობდა მთელი ერი ნეტა ეგეთი ერთიანობა ახლა იყოს როგორიც მაშინ ოჯახში გავიგე პირველად 9 აპრილზე #მადლობა დამოუკიდებლობისათვის," - მარიამ ნაოჭაშვილი

,,1989 წლის 9 აპრილს სსრკს სამხედრო ჯარებმა, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით მშვიდობიანი აქციის მონაწილე, დაარბია, იმსხვერპლა და დააზიანა. შეეწირა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები და ბავშვები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის." -მარიამ მაისურაძე

,,1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მოხდა სისხლიანი მოვლენენა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი კი დაიჭრა...ეს ინფორმახია პატარაობაში გავიგე საკუთარი ოჯახის წევრებისგან" -ნინი კვინიკაძე

,,ვიცი, რომ მოხდა 1989 წელს. საბჭოთა არმიამ ამოხოცა თავისუფლების მომხრე მოსახლეობა, რომელებმაც მოაწყეს დემონსტრაცია და დაიღუპა 21 ადამიანი და ძალიან ბევრი დაიჭრა. ეს თემა ყოველ წელს მესმის ყოველ წელს გადის დოკუმენტური ფილმები მასზე და ასევე ტარდება სემინარებიც"" - ნინი გაგიშვილი

,,მცირე ინფორმაციას ვფლობდი, სანამ ჩემი ისტორიის მასწავლებელი მომიყვებოდა ამ ფაქტის შესახებ. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში გაიმართა მშვიდობიანი აქცია დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რომელიც დარბეული იქნა საბჭოთა კავშირის მიერ, აქციის დარბევის დროს სამწუხაროდ მოიწამლა ათასობით, დაიჭრა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. მართალია მე დაბადებულიც არ ვიყავი, მაგრამ დღეს მტკივა იმ ადამიანების ტკივილი, რომლებმაც ჩემი და ჩვენი მომავლისთვის თავი გაწირეს. ქედს ვიხრი მათ წინაშე" - ანა ოდიაშვილი.

,,1989 წლის 9 აპრილს ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქცია მოაწყეს ,მგონი 21 ადამიანი დაიღუპა ბევრიც დაშავდა და ზუსტად მათი თავდადების წყალობით 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა" - ქეთი ტერმაკოზაშვილი

,,9 აპრილი საქართველოს მნიშვნელოვანი მოვლენაა იგი უკავშირდება 1989/1991წ. მოვლენებს, სადაც დამოუკუდებლობის აღდგენის გამო რუსეთის ჯარის მიერ თბილისში 21 ადამიანის მოკვლამ საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა." - მარი მაჩაბელი.

,,9 აპრილი ესაა დღე სიხარულისა, დღე მწუხარებისა, ჩემთვის ცხრა აპრილი, ერთდროულად, დაბადებასთანაც ასოცირდება და გარდაცვალებასთანაც. 1989 წლის 9 აპრილს, 21-მა სიცოცხლით სავსე ქართველმა თავი შესწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას, ისინი თავისუფლების იდეას შეეწირნენ იმ იდეას,რომელიც 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს რეალობად იქცა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი,თავისუფალი ქვეყანა. ეს ის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, რომელიც უნდა იცოდეს ყველამ. ვამაყობ, რომ 9 აპრილის შვილი ვარ, ვამაყობ იმით, რომ მაშინ ისეთი შეკრული იყო საქართველო, როგორც არასდროს. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია, რათა მიხვდნენ ვინაა მტერი და ვინ მეგობარი და მიხვდნენ იმასაც, რომ რუსეთი მტერია!" - რუსკა ბუზიაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები