მიცვალებულთა ხსენების დღეს გორში სასაფლაოს მიმართულებით ტრანსპორტი არ იმუშავებს
საყოველთაო კარანტინის გამო მიცვალებულთა ხსენების დღეს გორში არსებული სასაფლაოს მიმართულებით ტრანსპორტი არ იმუშავებს.

ამის შესახებ Qartli.ge-ს გორის მერიაში განუცხადეს.

ქალაქის მერია წლების განმავლობაში მოქალაქეებს ქალაქში არსებული სასაფლაოს მიმართულებით ტრანსპორტით უფასო გადაადგილებას უზრუნველყოდა, თუმცა პანდემის გამოო წელს ეს აღარ იქნება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებოდ მდგომარეობაა აგმოცხადებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები