ახალი ამბები
გორში აღდგომის ტაძრის მშენებლობა გრძელდება


გორში მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მშენებლობა 17 წელია გრძელდება. საფუძველი 2003 წლის დასაწყისში ჩაუყარეს. მას შემდეგ არაერთხელ შეჩერდა, ძირითადად, ფინანსური რესურსების სიმწირის გამო.

,,ეს ტაძარი ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ" - არაერთხელ მოუწოდა ეპისკოპოსმა მრევლს.

აღდგომის სახელობის ტაძარი გორში კომბინატის დასახლების დასაწყისში, მდინარე ლიახვის მარჯვენა მხარეს დგას. სულ რამდენიმე მეტრში ის მდინარე მტკვარს უერთდება.

საკულტო შენობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი იქნება გორის ეპარქიაში. როგორც ამბობენ, ამჟამინდელ საკათადრო ტაძარზე დიდი.

აღდგომის ტაძრის დაუმთავრებელ შენობაში რამდენიმე წელია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ათეულობით ადამიანი იკრიბება, ტრაპეზი იშლება და აღდგომის კვირეულის დასრულებას ზეიმობენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები