ახალი ამბები
ქალს რომელიც სოფელ ხიდისყურიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს კორონავირუსი დაუდასტურდა
30 წლის ქალს, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურიდან (გომის თემში შემავალი სოფელი) თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად გომში, აგარაკზე იმყოფებოდა.

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თარჯიმნად მუშობდა უცხოელებთან და სავარაუდოდ მათგან დაინფიცირდა.

ეპიდემიოლოგები სოფელ ხიდისყურში მუშაობდნენ და ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი კარანტინში გადაიყვანეს. დგინდება კონტაქტები.

,,ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, აღნიშნული პირი დილის საათებშივე იქნა გადაყვანილი თბილისში შესაბამისი მკურნალობისთვის. ადგილზე, ეპიდემიოლოგებისა და სხვა შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა დეტალური კვლევა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვისაც მასთანაც შემხებლობა ჰქონდა. ინფიცირებულთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი ყველა პირი გადაყვანილია კარანტინში და აღებულია ნიმუშები, რომელთა პასუხებიც სავარაუდოდ, გვიან ღამით გახდება ცნობილი და ამ შედეგების შესაბამისად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა რეგიონში კორონავირუსიის წინააღმდეგ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა გიგი ხოჯევანიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები