ცხინვალის ,,კგბ" დე-ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ
ე.წ. სასაზღვრო ზონებში, თევზაობისა და სხვა ეკონომიკური
საქმიანობისთვის, ნებართვა ითხოვონ. ამის შესახებ ოსური მედია
იუწყება.
ამავე სააგენტოს ცნობით, გახშირებულია ისეთი ფაქტები, რომელიც ე.წ.
სასაზღვრო რეჟიმის დარღვევას ეხება. როგორც ცნობილია, დე-ფაქტო
რესპუბლიკის ტერიტორიაზე ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი მოქმედებს იმ
დასახლებებში, რომელიც გამყოფ ხაზზე მდებარეობს.
,,ყურადღებას ვამახვილებთ სამხრეთ ოსეთის საზღვართან მსხვილფეხა
საქონლის გადაადგილების უკონტროლო ფაქტებზე, რაც ასევე იწვევს
რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო საზღვრის და ე.წ სასაზღვრო ზონის
დარღვევას." - აღნიშნულია ,,კგბ"-ს განცხადებაში.
როგორც ირკვევა, 2020 წლის მარტში გამყოფ ხაზთან 41 მოქალაქე
დააჯარიმეს.
სააგენტოს ცნობით, ე.წ. საზღვარი მათგან მხოლოდ 5-მა გადაკვეთა
უკანონოდ, დანარჩენ 36 მოქალაქეს კი ჯარიმა, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის
დარღვევის გამო, გადაახდევინეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ
თებერვლის თვესთან შედარებით, სტატისტიკა მომატებულია. თებერვალში
ჯარიმა 38-ს დააკისრეს.
ცხინვალის უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ
მხილებულთაგან 27 -მა ჯარიმა გადაიხადა. 2 მათგანი ე.წ. სამხრეთ
ოსეთიდან ჯარიმების გარეშე გააძევეს, ხოლო 12 მოქალაქე ,,გააფრთხილეს"
სტატიის გამოყენების პირობები