15 აპრილიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა10 დღით აიკრძალება									
			
				
			
			
			
								საქართველოს დიდ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე
განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს
სხდომაზე მიიღეს.
,,15 აპრილის 21 საათიდან, 10 დღის განმავლობაში, თბილისში, ქუთაისში,
რუსთავსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა იკრძალება" - განაცხადა
პრემიერმა.
პრემიერმა განმარტა, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანამ კორონავირუსისგან
დაინფიცირებული 30-მდე შემთხვევა მიიღო. შესაბამისად, ქვეყანაში
საგანგებო მდგომარეობაც ხანგრძლივდება 10 მაისამდე			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები