ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარედ 4 სოფელში კერძო კომპანია მოსახლეობას ხვნაში უფასოდ ეხმარება
საოკუპაციო ხაზთან მდებარე ოთხი სოფლის მოსახლეობისთვის მიწის ფართობები მუშავდება, გადაეცემათ სათესლე მასალაც. აქცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და კომპანია ,,აკა ენერჯის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომპანია საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფს დათესვის სამუშაოებსაც. შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში იმყოფებოდა და ხვნის პროცესს ადგილზე გაეცნო.

,,არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ოთხი სოფლის მოსახლეობისთვის კერძო კომპანიამ თანხა გამოყო და ამჟამად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ჯამში, იხვნება და მუშავდება 10 ჰა მიწის ფართობი. სათესლე მასალა თავად ადგილობრივებმა შეარჩიეს. აქვე გეტყვით, რომ რეგიონში შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას შხამ-ქიმიკატების მაღაზიებიც. შესამამისად, ფერმერებს პესტიციდებთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებათ." - აღნიშნა რწმუნებულმა

შიდა ქართლში სასოფოლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება.
კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული სოციალური პასუხსმგებლობის კუთხით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები