ახალი ამბები
დღეიდან 10 დღით სასაფლაოები დაიკეტა
17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, სასაფლაოებზე მიმოსვლა იკრძალება. ასევე, იკრძალება მსუბუქი მანქანების გადაადგილება.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

"ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ "დილივერი სერვისი". ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ ნომერზე - 144,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ამავე პერიოდში სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები