ახალი ამბები
ახალგორის რაიონში ხანძარს მე-3 დღეა ებრძვიან
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ახალგორის რაიონში, ტყის მასივში ცეცხლის რამდენიმე კერაა გაჩენილი. რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი მიხეილ ლაზარევი აცხადებს, რომ  ცეცხლი თითქმის ლიკვიდრებულია, თუმცა ალაგ-ალაგ ძლიერდება, განსაკუთრებით ღამის საათებში.

,,დღე ვაქრობთ, თუმცა, ღამით კვლავ ძლიერდება. ეს ხანძარი გამოწვეულია ადამიანების დაუდევრობით" - აცხადებს ლაზარევი. მისი განმარტებით, ცეცხლი ძირითადად ხმელ ფოთლებს უკიდია.

ოსური მედია წერს, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მუშაობა მიუვალ ადგილებზე უწევთ, სადაც ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია და მისვლა მხოლოდ ფეხით შეიძლება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები