ახალი ამბები
ტახტისძირს გვირგვინა წაართვეს
,,იცი, რატომ ქვია ჩვენს სოფელს ტახტისძირი?", - გვკითხეს სოფლის ბირჟაზე. როცა ტახტისძირს ვესტუმრეთ, ადგილობრივებმა ისტორიის ცოდნაში გამოგვცადეს. მთლად ასეთი მომზადებულებიც არ აღმოვჩნდით, რომ პასუხი გაგვეცა. მით უმეტეს, ინტერნეტის საშუალება იქ ნაკლებია, გუგლში რომ მოგვეძებნა.

მერე აღმოვაჩინეთ, რომ ამ ინფორმაციას გუგლშიც ვერ მოვიძიებდით. ინტერნეტის ამბავს ბოლოში მოგიყვებით, პედაგოგები და ბავშვები დისტანციურად კი ატარებენ გაკვეთილებს, მაგრამ მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით. ბავშვები პედაგოგებს გაკვეთილს არა ფეისბუქის მესინჯერით ან ზუმში, არამედ - ტელეფონით უყვებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები