ახალი ამბები
მსუბუქი ავტომობილების დაშვებასთან დაკავშირებით გორის მერიაში ჯერ ინფორმაცია არ აქვთ
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია.

ინფორმაციას თელავისა და გურჯანიის მუნიციპალიტეტების პრეს-სამსახურები ავრცელებენ და გადაწყვეტილების მიზეზად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობას ასახელებენ.

თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში Qartli.ge-ს უთხრეს, რომ მსგავსი დირექტივა ცენტრალური ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღიათ.

,,ჩვენს მუნიციპალიტეტს მსგავსი დირექტივა მსუბუქი ავტომობილების დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღია. თუ რამ შეიცვლება ამას რა თქმა უნდა ვაცნობებთ მოსახლეობას’’, - აცხადებენ გორის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილებით გადაადგილება - 27 აპრილამდე აიკრძალა. ხოლო საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

იხ.ამაე თემაზე: მუნიციპალიტეტებში 06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში მანქანით გადაადგილება დასაშვები ხდება
Print

სტატიის გამოყენების პირობები