ახალი ამბები
მწვანე იდეების კონკურსი გორელი ახალგაზრდებისთვის
ორგანიზაცია EU4Youth/CENN - SEED პროგრამა ეხმიანება დედამიწის დღეს და აცხადებს მწვანე იდეების კონკურსს "შენი იდეა დედამიწის გადასარჩენად"!

მასში მონაწილეობა 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებიც გორის, ახმეტის ან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ.

საუკეთესო იდეების ავტორები გაივლიან „მწვანე ინოვაციებისა და მეწარმეობის“ კურსს და შესაბამისი სერტიფიკატით დაჯილდოვდებიან.

განაცხადების შეტანა დღეს 12:00 საათზე დაიწყო და 24 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება. კონკურსში გამარჯვებული იდეები კი 4 მაისს გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, მთელი მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს!

ყოველ წელს, მილიონობით მოხალისე და ათასობით ორგანიზაცია უერთდება ამ, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას, რათა დედამიწის გადარჩენაში და ეკოსისტემების დაცვაში თავიაანთი წვლილი შეიტანონ.

იდეების კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“ მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან Green Lane (სომხეთი) და KRDF (საქართველო) ერთად.


Print

სტატიის გამოყენების პირობები