ახალი ამბები
გარკვეული დროით ავტომობილების გადაადგილება დასაშვებია შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში
22 აპრილიდან, ცნობილი გახდა, რომ მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთში დასაშვებია შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მერიის პრეს-სამსახურები ავრცელებენ.

მათ ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

,,22 აპრილიდან 27 აპრილამდე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით. ავტომობილით მოძრაობა შესალებელია მხოლოდ მითითებულ დროს - დილის 6:00 საათიდან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე. მსუბუქი ავტომობლით გადაადგილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები - ავტომობილში დაიშვება მაქსიმუმ სამი პიროვნება პირბადეებით.’’

შეგახსენებთ, რომ ავტომობილებით გადაადგილება - 27 აპრილამდე აიკრძალა. ხოლო საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები