ახალი ამბები
თეზში კომენდანტის საათის დროს ფერმერი დააყაჩაღეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზში ფერმერი დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით კომენდანტის საათის დროს მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შეიარაღებული და ნიღბიანი პირები ფერმეს თავს საკალმახეში დაესხნენ. სასტიკად გაუსწორდნენ და დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.

დაზარალებულს სამედიცინო დამხარება კასპის საავადმყოფოში გაუწიეს და ის უკვე ბინაზეა გაწერილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები