ახალი ამბები
გორის ბაზარს სავარაუდოდ 15 მაისამდე ვერ გავხსნით - აცხადებს მფლობელი
ფოტოარქივი

იმ რეკომენდაციებს, რომელის შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს აკისრებს, გორის ბაზარი 2-3 კვირის მანძილზე ვერ გაითვალისწინებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის აგრარული ბაზრის, გეორგია 21-ეს დირექტორმა ნუგზარ აწკარუნაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბაზარმა გარკვეული სახის ღონისძიებები გაატარა, განსაუკუთრებით საბითუმო გაყიდვის სექტორში, თუმცა სავაჭრო ფართის სრულად ასათვისებლად მზაობა ჯერ არ არსებობს. აწკარუნაშვილის თქმით, გეორგია 21-ე სავარაუდოდ 15 მაისიდან ამუშავდება. შეგახსენებთ, 27 აპრილიდან საქართველოს მთავრობა გარკვეული მიმართულებით შეზღუდვების მოხსნას გეგმავს, მათ შორის, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას.

გორში აგრარული ბაზრების გახსნა მეპატრონეების მიერ გატარებულ ღონისძიებებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ შიდა ქართლის სააგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ იგი მფლობელებს შეხვდა და ის რეგულაციები შეახსენა, რომელსაც სავაჭრო ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს. შიდა ქართლში, ყველა აგრარული ბაზარი 2020 წლის 4 აპრილიდან, დაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები კასპის, ქარელისა და ხაშურის ბაზრებსაც შეეხო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები