ახალი ამბები
ბობნევში ქეიფის შემდეგ მამაკაცი დაჭრეს
გუშინ ღამით, სოფელ ბობნევში, თანასოფლელებს შორის ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა დაჭრა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცები ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

შემთხვევა კომენდანტის საათის პერიოდში მოხდა.

"დავინახე ეს ბიჭები სოფელში, ნასვამები რომ დადიოდნენ.  სავარაუდოდ, იქეიფეს და დალიეს. სხვას ვერაფერს გეტყვით" _ამბობს თვითმხილველი

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 118 მუხლის I ნაწილით და 236 მუხლის III – IV ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის, განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

ასევე ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვა და ტარება, რაც ისჯება ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები