ახალი ამბები
სურამის მოსახლეობა ხეების გაჩეხვას აპროტესტებს
სურამთან ხეებს ჭრიან. ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს.

დღეს მათთან ხაშურის სატყეო უბნის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონი არ ირღვევა.

როგორც ირკვევა, იმ ადგილზე, სადაც ხეები იჭრება, სამშენებლო კომპანიას დროებითი გზა გაყავს. დროებით გზას კომპანიის მუშები ახალი ავტობანის მშენებლობის პროცესში გამოიყენებენ.

სურამი-ჩუმათელეთის გზაზე ახალი ავტობანი შენდება, შესაბამისად, მშენებლებს ტექნიკის გადასაადგილებლად დროებით გზა დაჭირდათ.

ხაშურის სატყეო უბნის ხელმღვანელის განცხადებით, აღნიშნული ზონა დაცულ ტერიტორიას არ წარმოადგენს, ხოლო გარემოს უმნიშვნელო ზიანი ადგება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები