ახალი ამბები
,,არ შემიგინია, ძმა" - გორში ერთი პირი დააკავეს
გუშინ, გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა.

ერთ-ერთი დაჯარიმებული კი, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

შსს-ს ინფორნაციით, გუშინ მომხდარი ფაქტის დროს, პოლიციამ ერთი პირი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავა.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ან სამხედრო მოსამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა. გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე ან, ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.


Print

სტატიის გამოყენების პირობები