ახალი ამბები
გორში პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენელი ,,სუს"-ის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს
გორში მცხოვრები ზურაბ მეზვრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლებს ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პრორუსული ორგანიზაციის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოთხ ნიღბიანს შორის, ერთ-ერთი ამოიცნო და ის ,,სუს"-ის თანამშრომელია.

,,თავდასხმა მოხდა მოხდა თებერვალში, ამ ხნის განმავლობაში არ ვამბობდი, მაგრამ ეხლა ვაცხადებენ. გამოძიებას ვაცნობე იმ პირის შესახებ, ვინც ამოვიცანი, მაგრამ შედეგი არ დამდგარა" - აცხადებს ზურაბ მეზვრიშვილი.

მისი თქმით, მანამდე ემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გასაჯაროებით.

,,ემუქრებოდნენ ჩემ მეგობარ გოგოს, რომ პირადი ცხოვრების მასალებს აჩვენებდნენ მამამისს. მე ვუკავშირებ ჩემ პოლიტიკურ აქტიურობას" - აღნიშნავს მეზვრიშილი.

ზურაბ მეზვრიშვილი პრორუსული ორგანიზაცია ,,მეგობრობა და სამართლიანობას" გორის ოფისის წარმომადგენელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები