ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ინფიცირებული 615 ადამიანიდან 275 გამოჯანმრთელდა.
დაავადებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ, ჟურნალისტებთან
გამართულ ბრიფინგზე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა
ეზუგბაიამ ისაუბრა.
„დაგვემატა 5 ინფიცირებული და 6 გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების
შეჯერებით ,,კოვიდცენტრებში“ მკურნალობს 340 ადამიანი.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მყოფ
პაციენტთა რაოდენობას. ახალი შემთხვევებიდან ყველა წყარო ცნობილია, 3
საკარანტინო რეჟიმიდან არის. ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობს 47
პაციენტი. 1 არის საკმაოდ კრიტიკული, ჟანგბადდამოკიდებულია, მძიმეა
ასაკისა და არსებული დაავადებების გამო. დაგვრჩა 1 პაციენტი მძიმე
პნევმონიით და ასევე გვყავს საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის
ინფიცირებულები,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.
7 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 002 ადამიანი
იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 485. უცოეთიდან
სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი. გარდაცვლილია 9
ადამიანი.
სტატიის გამოყენების პირობები