რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თიბისის პირველი ციფრული ბარათი უკვე 600-მდე მომხმარებელმა გაიაქტიურა [R]
საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს უკვე 600-მდე მომხმარებელი ჰყავს. ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის და ვიზას ინიციატივით შეიქმნა და ის ხელმისაწვდომი 2 დღის წინ გახდა.

ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სადებეტო ბარათს. მისი გამოყენებით შესაძლებელია თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებში, პოს-ტერმინალების გამოყენებით, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში ბარათს ონლაინ გადახდის სერვისიც დაემატება.

ციფრული ბარათის შეკვეთა და მიღება თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკიდან ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და ამისათვის მომხმარებელს ლოდინი არ უწევს. ბარათი მომენტალურად, ავტომატურად მოთხოვნისთანავე აქტიურდება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი დამატება ციფრულ საფულეში (APPLE WALLET, TBC WALLET).

ციფრული ბარათის უპირატესობებია:

· მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;

· მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა;

· მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას;

· ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი "ჩაყლაპვის" შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;

· ბარათის დამატება მომენტალურადაა შესაძლებელია ციფრულ საფულეში;

· ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან Apple Pay an tbc Wallet;

· Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია აპპლე Pაყ-ით თანხის განაღდება.

"ჩვენი სტრატეგია მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების შეთავაზებაა. ადამიანებს სჭირდებათ ისეთი მომსახურება და პროდუქტები, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს. ციფრული ბარათი ძალიან პრაქტიკული პროდუქტია, რასაც მომხმარებლების მხრიდან დიდი ინტერესიც ადასტურებს. ძალიან მალე ბარათს ფიზიკურ პირებთან ერთად უკვე ბიზნესების წარმომადგენლებსაც შევთავაზებთ", - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.


პირველი ციფრული ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/first-digital-card-from-tbc
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.