ახალი ამბები
გორის მე-5 სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აღარ არის
გორის მეხუთე სკოლის დირექტორი, ზურაბ ქარელი ნანობს, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი იყო. დირექტორი მოითხოვს, რომ პრეზიდენტი გადადგეს.

ამის შესახებ სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი გაღიზიანება პრეზიდენის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალეს.

ზურაბ ქარელი აქტიურად გამოირჩევა პოლიტიკური შინაარსის მქონე განცხადებით და მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.

პოლიტიკური განცხადებების გამო ოპოზიციამ განათლების სამინისტროს არაერთხელ მოუწოდა რეაგირებისთვის.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები