ახალი ამბები
უფლისციხის მუზეუმი უწინ და ახლა
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. პირველად, მუზეუმების ისტორიაში ციხე-ქალაქ უფლისციხეში ტურისტები არ იყვნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, მუზეუმი დაკეტილია. ძეგლთა დაცვის სააგენტოს ცნობით, მუზეუმის გახსნა 15 ივნისსა დაგეგმილი.

ჯერ კიდევ XIX ს-ის 30-იან წლებში უფლისციხე აღწერა და შეისწავლა დიუბუა დე მონპერემ.

უფლისციხეში 1852 წ. პირველმა ქართველმა არქეოლოგმა დიმიტრი მეღვინეთუხუცესისშვილმა ჩაატარა გათხრები.



უფლისციხის შესწავლაში მნიშვნელოვანი წინსვლა შეიმჩნევა XIX ს-ის მიწურულიდან მოყოლებული XX სის 50-იანი წლების ჩათვლით. იმ პერიოდში იზრდება უფლისციხის შესწავლაზე მომუშავე მკვლევართა რიცხვი, იწყება ძეგლის შესწავლაში ახალი გზებისა და მეთოდების ძიება.



უფლისციხის შესწავლის მესამე პერიოდი იწყება 1957 წლიდან, როცა ძეგლის ტერიტორიაზე ფართოდ გაშლილმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ იმთავითვე წარმოაჩინა მეტად საყურადღებო მასალები. გათხრებს წინ უსწრებდა (1956 წ.) უფლისციხისა და მისი შემოგარენის არქეოლოგიური დაზვერვები.


უფლისციხის წარმოშობისა და მისი ფუნქციის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებებიაგამოთქმული.

მაგ: ელინისტურ და გვიანანტიკურ ხანაში უფლისციხე სატაძრო ქალაქია, ვინაიდან ცენტრალური უბნის გამოქვაბულების უმრავლესობა ტაძრებია და არა საცხოვრებელი ნაგებობები.

კ. ხიმშიაშვილს მიაჩნია, რომ უფლისციხის კომპლექსები ერთგვარი გამოძახილია პართული ლივანიანი სახლებისა და ისინი უნდა გამოკვეთილიყო ახ. წ. II ს-ში.

გ. ყიფიანის აზრით, უფლისციხე ძვ. წ. IV ს-დან "მიცვალებულთა" ქალაქია.


ფოტოზე: არქეოლოგი თინა ქარუმიძე სტუმრებთან ერთად.

პირველი გათხრები უფლისციხეში, 60 წლის წინ, დურსუნ ხახუტაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. შემდეგ, მისი საქმე არქეოლოგმა თინა ქარუმიძემ გააგრძელა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები