1 ინფიცირებული და 24 გამოჯანმრთელებული - COVID 19-ის ახალი მონაცემები									
			
				
			
			
			
								საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით
გაიზარდა და 702 გახდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 - ით
გაიზარდა და 456 გახდა.
ახალი შემთხვევა ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.
"დღეს მხოლოდ 1 დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ინფიცირების 702
შემთხვევა გვყავს, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით და
456-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს.
უკვე სხვაობა კარგად გაიზარდა და გამოჯანმრთელებულები 210-ით
აჭარბებს. ერთი ახალი შემთხვევა ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან
კონტაქტია. ჩვენთან 30 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, მდგომარეობა არ
შეცლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, მძიმე პნევმონიით, რომელთა
მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია და
უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება. ახალი პაციენტი არ მიგვიღია,
გამოჯანმრთელებული 24-დან 1 ჩვენია და სხვა სიტუაცია უცვლელია", -
განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა  მარინა
ეზუგბაიამ.			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები