ახალი ამბები
2020 წელს სოფელ ხიდისთავში ხიდს დაანგრევენ
2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ახალი ხიდი აშენდება. ამისათვის საავტომობილო გზების დეპრტამენტმა 1,1 მმლნ ლარი გამოყო.

ახალი ხიდი მდინარე ტანაზე აშენდება, რომელიც გორი-კასპი-მცხეთა-ზაჰესის გზას კვეთს.

qarTli.ge წერდა, რომ ამჟამინდელ ხიდზე დაზიანებები აღმოაჩინეს და ექსპერტებმა 2019 წელს უარყოფითი დასკვნა შეადგინეს.

სატენდერო წინადებების მიღება 16 ივნისს სრულდება. გამარჯვებული კომპანიის დროული გამოვლენის შემთხვევაში სამუშაოები 8 თვე გაგრძელდება.

ქვემოთ ფოტოზე ახალი ხიდის პროექტი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები