ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლის შესასვლელში იჩხუბეს
გორის სამხედრო ჰოსპიტლის შესასვლელში სამხედრო მოსამსახურემ და მოქალაქემ იჩხუბეს. სამოქალაქო პირი პაციენტის ნახვას ითხოვდა, თუმცა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მისაღები ოთახის დატოვება მოსთხოვეს.

დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს.

სამხედრო პოლიციელები ამბობენ, რომ მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში იყო და მათზე ძალადობდა.

გორის შს სამმართველომ გამოძიება ძალაობის მუხედლით (სსკ-ს 126-ე,) დაიწყო. მამაკაცი არ დაუკავებიათ, გამოძიება სამედიცინო ექსპერტიზის ცნობებს დაელოდება.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები