ახალი ამბები
კაცი, რომელმაც გორის მთავრობა ხელისუფლებაში მოიყვანა

 

,,პაპუნა, შენ რომ კაბინეტში ზიხარ, ხალხი მე მაკითხავს სახლში. შენი ხათრით მივეცით ხმა პაპუნასო, მერსო, სადგურის მაჟორიტარს დავით რაზმაძესო" - უთხრა დავით წეწვაძემ პაპუნა კობერიძეს.

 

მისი თქმით, ის დაპირებები, რომელიც მერობის კანდიდატმა და დანარჩენებმა წინასაარჩევნო შეხვედრებზე გასცეს, არ სრულდება. განსაკუთრებული აქცენტი ელექტროფიკაციის დასახლებაზე გაკეთდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს (2014 წლის ივლისი) ამჟამინდელმა მერმა ადგილობრივებს უთხრა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები (40 000 ლარის ფარგლებში) გაკეთდებოდა.

 

დავით წეწვაძის თქმით, დღეს ეს დანაპირები არ სრულდება:

 

 

გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, ელექტროფიკაციის დასახლების გაზიფიცირება იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე მან დაპირებისას განაცხადა: ,,პროექტი რომ შევადგინეთ, აღმოჩნდა, რომ 150 000 ლარი ჭირდება. დღეს ეს თანხები არ გვაქვს" - განაცხადა მერმა.

 

დავით წეწვაძე ირწმუნება, რომ საიმისო თანხები, სურვილის შემთხვევაში, გამოიძებნება.

 

,,თქვენი იდეებით 2030 წელში მაცხოვრებთ; იმედი მაქვს, ეს იქნებაო, იმედი მაქვს, ის იქნებაო... და არც ვიცით, რა იქნება. იმ ხალხს შეპირდით გაზიფიცირებას და უნდა გაუკეთოთ" - მიმართა წეწვაძემ ზურაბ ჯირკველიშვილს.

 

გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის განმარტებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ჩახედული არაა პროექტებში, ხოლო თუ დეტალური ინფორმაციის მიღება სურს, შეუძლია ცალკე შეხვედრა ქალაქის ხელმძღვანელთან კაბინეტში გამართოს.

 

,,ბატონო ზურა, მხოლოდ, თქვენი თავი გქონიათ ყოვლის მცოდნე, ჩვენ კი, ყველანი ვართ ქუჩის ბიჭებ და ბირჟიდან მოსულები" 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები