ახალი ამბები
"ერთი ქალის ისტორია" - კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის
კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი, ფონდი "ტასოს" მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, აცხადებს მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს მომზადებაზე კონკურსს თემაზე "ერთი ქალის ისტორია".

კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს უცნობი ქალები და სახეები, რომელთა საქმიანობამ:

- ხელი შეუწყო საზოგადოებრივ ცვლილებებს საკუთარ თემში;

- საკუთარი საქმიანობით დაანგრია არსებული სტერეოტიპები ან წარმოაჩინა პრობლემები ქალებთან მიმართებაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 20 წალმდე ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტში.

ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ 20 ივნისამდე, ელექტონულად შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

გამოგზავნილი ვიდეორგოლები გავრცელდება სოციალური ქსელში ავტორების მითითებით.

გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდება ორგანიზაციის გამგეობის მიერ და გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები