ახალი ამბები
საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებს ონლაინ სემინარზე იწვევს
29 მაისს, 16 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესიული განვითარების ცენტრი, შიდა ქართლის რეგიონული ოფისისთვის უმასპინძლებს ონლაინ სემინარს მასწავლებლების და განათლების საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. 

ონლაინ სემინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

-  განთლების სისტემაში არსებული რეალობა, სამომავლო გამოწვევები და ამ მოცემულობის გათვალისწინება ჩვენს პრაქტიკაში
- სკოლის მოსწავლეების გააქტიურება და მშობლის ჩართულობის ეფექტურობის გაზრდა
- დიფირენცირებული სწავლების მნიშვნელობა და საჭიროება არსებული გამოწვევის საპასუხოდ
- სასწავლო გარემო როგორც დიფერენცირებული სწავლების განხორციელების ხელშემწყობი
- სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე მუშაობის სტრატეგიების გაცნობა / გაანალიზება
- რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოს ამოწურვა
- მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვისთვის მიმდინარე წლის შედეგების დიაგნოსტირება და ანალიზი

სპიკერი: ნონა არევაძე-კოტორაშვილი

სემინარზე დასასწრებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://bit.ly/3ehvWdE
Print

სტატიის გამოყენების პირობები