გორში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
საქართველომ დამოუკიდებლობა ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს
გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს
იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკური წითელი არმიის
შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა.
ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის
საფუძველზე აღადგინა.
სტატიის გამოყენების პირობები